ამაზე მსჯელობა ადრეა - ოპოზიცია უგულავას შემოთავაზებაზე
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გიგი უგულავას ინიციატივის შესახებ ჯერ არ უმსჯელიათ. "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, განაცხადა, რომ მისი პარტია დამოუკიდებლად იმოქმედებს.
არ გვიმსჯელია, მე მაინც მგონია, რომ "გირჩს" თავის გზა აქვს და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ, ყველა არჩევნებში. ვინც არ უნდა იყოს, ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენ ჩვენი გზა უნდა გავიაროთ - ამბობს ჯაფარიძე.
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ამბობს, რომ პარტიაში ამ საკითხის განხილვა ჯერ არ მომხდარა, ამის გამო უგულავას ინიციატივაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნების გეგმაზე საუბარი ადრეა, სანამ მათი ლიდერი ციხეში იმყოფება. ზაალ უდუმაშვილის თქმით, საკითხს პარტიაში მას შემდეგ განიხილავენ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.
თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიაში მსჯელობა ჯერ არ გვქონია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეხლა არ არის ამის დრო. გაცილებით სხვა მიზები გაგვაჩნია, ეს არის, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს ქვეყანაში და პარტიის თავმჯდომარე და გიორგი რურუა გათავისუფლდნენ ციხეებიდან. ნიკა მელაის გათავისუფლების მერე ოპოზიცია ერთად შეიკრიბება და ერთად გადაწყვეტს სამოქმედო გეგმას, მათ შორის თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის, განცხადებით, თვითმმართველობს არჩევნებზე პარტია საკუთარ პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებს.
ამაზე მსჯელობა არ გვქონია, ჩემი აზრით, ადრეა ამაზე საუბარი. ჩვენ გუნდს გვაქვს საკუთარი ხედვა ამაზე მომავალში ვიმსჯელებთ -ამბობს გიორგი ვაშაძე.
გიგი უგულავა ოპოზიციას ევროკავშირის შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის ხელმოწერას სთავაზობს და ბრძოლის დაწყებას ადგილობრივ არჩევნებზე ურჩევს. უგულავას აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელია უნდა დაასახელოს.