ევროკომისია საქართველოს საკითხზე 2022 წლის ბოლოს აღარ იმსჯელებს
ევროკომისია საქართველოს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ბოლოს აღარ განიხილავს.
საქართველოს საკითხის განხილვა 2023 წლისთვის გადაიდო - ეს განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლიტიზირებისას საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა სიღრმისეულად იმუშაონ რეფორმებზე. ასე რომ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტიტები 2023 წლისთვის. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე“. - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა.