ვენდეტა ახალდაბაში და მოკლული კაცის დის სკანდალური განცხადება - პოლიცია სერიულ მკვლელებს მფარველობს

19.04.21 13:13
ვენდეტა ახალდაბაში და მოკლული კაცის დის სკანდალური განცხადება - პოლიცია სერიულ მკვლელებს მფარველობს

ახალდაბაში მოკლული მამაკაცის და ვარიანის პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. ქალი ამტკიცებს, რომ დიმიტრი ყიფიანი მკვლელს წლების განმავლობაში მფარველობდა. მისი თხოვნით ჩასვეს მკვლელი ამნისტირებულთა სიაშიც.

"ტვ. პირველმა" გაარკვია, რომ ვალერი ნაცვლიშვილი მეზობელმა გამთენიისას ჩასაფრებით მოკლა. შუახნის მამაკაცს პირუტყვი საძოვარზე მიჰყავდა, როცა მას სანადირო თოფიდან ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მიზეზი ორ გვარს შორის დავაა, რომელიც 2004 წელს დაიწყო. 

დემეტრე ყიფიანი მკვლელებს იცავს. ისიც მკვლელია, სერიული მკვლელების დამცველი. მკვლელი გყავთ პოლიციაში... მკვლელი სურენა მაჭარაშვილია. 2004-ში მაგისმა შვილებმა ერთი ძმა მომიკლეს, ახლა მეორე ძმა, სერიული მკვლელია" - ამბობს მოკლულის და. 

სასტიკი მკვლელობა ახალდაბაში დღეს გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში დღეს, 19 აპრილის დილით, კაცი მოკლეს. ვალერი ნაცვლიშვილს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 ტყვია აქვს მოხვედრილი. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები