ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დოკუმენტს - ბადრი ჯაფარიძე

19.04.21 13:18
ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დოკუმენტს - ბადრი ჯაფარიძე

"ლელო" შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს მხარს დაუჭერს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, თქვა. ჯაფარიძის განცხადებით, დასაზუსტებელია ამნისტიასთან დაკავშირებული პუნქტი. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დოკუმენტს, ეხლა განვიხილავთ პოლიტსაბჭოზე. ვფიქრობთ, რომ მოიპოვებს ფართო მხარდაჭერას. მელიას გამოსვლა იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ პარლამენტში დავიწყოთ მუშაობა. გარდა ამისა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ იქ არის დასაზუსტებელი ამნისტიასთან დაკავშირებული პუნქტი - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.