აქ ,,გირჩის" სამეფო იქნება - ვახტანგ მეგრელიშვილი

19.04.21 13:49
აქ ,,გირჩის" სამეფო იქნება - ვახტანგ მეგრელიშვილი

,,აქ ,,გირჩის" სამეფო იქნება" - განაცხადა ,,გირჩის" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში შესვლისას. მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში იმ 7 საკითხის მოსაგვარებლად შევიდა, რომელიც მის პარტიას აწუხებს და ამის თაობაზე ხელისუფლებასთან კონსულტაციებს გამართავს.

აქ ,,გირჩის" სამეფო იქნება. არ გვაქვს იმის რესურსი, რომ რეგიონებში ჩავიდეთ და ამომრჩეველს შევხვდეთ, ამიტომ პარლამენტი იქნება ჩვენი ტრიბუნა, ვესაუბროთ ხალხს და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩვენი მიზანია, იმ 7 მოთხოვნის შესრულება,  რაც ხელისუფლებას დავუყენეთ, ამათგან ერთზეც კი თუ დათანხმდება ხელსიუფლება, ჩვენ საპარლამენტო ცხოვრებას დავიწყებთ - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

 

,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, აცხადებს, რომ პარლამენტში მათი შემოსვლის მიზანი ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაა.

პარლამენტში ,,გირჩის" გზის აღსასრულებლკად შემოვედით. ჩვენ გვინდა ვიყოთ ხალხი, ვინც წაახალისებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებას - ამბობს იაგო ხვიჩია.

,,ქართულმა ოცნებამ" დღეს მოუწოდა ,,გირჩს", პარლამენტი მხოლოდ ოფისად არ გამოიყენოს და საკანონმდებლო პროცესში ჩაერთოს. ,,დაიწყეთ საპარლამენტო ცხოვრება, კანონების წერა და განხილვებში მონაწილეობა" - ურჩევს ,,ქართული ოცნება" ,,გირჩის" ლიდერებს.

 

მსგავსი სიახლეები