არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს - ზურაბ ჯაფარიძე

19.04.21 13:24
არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა კრიზისის განმუხტვის კუთხით ქვეყანაში ვერაფერს შეცვლის. ჯაფარიძის თქმით, დოკუმენტის დადებითი მხარე ის არის, რომ მასში გარკვევით წერია პოლიტპატიმრების საკითხი. 

გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ. დოკუმენტს რაც შეეხება, ერთი  პლიუსი არის ის, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გარკვევით წერია. სხვა პუნქტებს რაც შეეხება, როგორი კრიტიკული დამოკიდებულებაც მქონდა, ზუსტად ისეთივე მაქვს. მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს," -ამბობს ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები