ოპოზიციის ამოცანაა, ხელისუფლება სააკაშვილს გადააბარონ, რაც არასდროს მოხდება - რატი იონათამიშვილი

19.04.21 13:37
ოპოზიციის  ამოცანაა, ხელისუფლება სააკაშვილს გადააბარონ, რაც არასდროს მოხდება - რატი იონათამიშვილი

მათი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი, აცხადებს. იონათამაშვილი ოპოზიციას დესტრუქციულ ქმედებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზეც კი არ სურთ ხელის მოწერა. მისი თქმით, ოპოზიციას ერთი ამოცანა ამოძრავებს, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არჩევნების გარეშე გადააბაროს.  

ოპოზიციის აბსოლუტური უმეტესობა ამ ახალ ვერსიასაც კი არ აწერს ხელს და აკეთებენ დეტსრუქციულ განცხადებებს. მათ არ აქვთ ინტერესი, რომ რაიმე სახის კომპრომისზე წავიდნენ, რომ  თუნდაც მცირედი კონსტრუქციულობა შეიტანონ მოლაპარაკების პროცესში და როგორც ჩანს, ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ არჩევნების გარეშე მიხეილ სააკაშვილს გადაბარდეს ხელისუფლებას, რაც არის ბოდვა და არასდროს მოხდება, - აცხადებს იონათამიშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები