არ ვაპირებთ, ,,ოცნების" არსებობა წლევანდელ წელს გადავაცილოთ - მიხეილ სააკაშვილი

19.04.21 14:27
არ ვაპირებთ, ,,ოცნების" არსებობა წლევანდელ წელს გადავაცილოთ - მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ არ ვაპირებთ, ,,ოცნების" არსებობა გადავაცილოთ წლევანდელ წელს. მაგრამ ვაპირებთ ინსტიტუტების გამოყენებით ამის გაკეთებას - განაცხადა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

ჩვენ არ ვაპირებთ, მათი არსებობა გადავაცილოთ წლევანდელ წელს. მაგრამ ვაპირებთ ინსტიტუტების გამოყენებით ამის გაკეთებას. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ დავხვეწოთ ეს დოკუმენტი. ვართ საქართველო, რომელსაც აქვს ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის გამოცდილება. გვინდა არჩევნები, გვინდა ხმების პატიოსანი დათვლა. ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები, გახსნილები, მოქნილები. ჩვენ გვინდა პატიოსანი არჩევნები. რა არის ამაში უსამართლო? - წერს სააკაშვილი.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შეთანხმების 6 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა. ხელისუფლებამ დოკუმენტს, სადაც ვადამდელ არჩევნებსა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზეა საუბარი,  ხელი ცალმხრივად მოაწერა, ოპოზიციაში კი ამას ჯერ არ აპირებს, რადგან ხელმოწერის თემაზე პარტიების აზრი ორად გაიყო.

მსგავსი სიახლეები