ვფიქრობ, მატარებელმა მოძრაობა დაიწყო - კარლ ჰარცელი მოლაპარაკებებზე

19.04.21 14:48
ვფიქრობ, მატარებელმა მოძრაობა დაიწყო - კარლ ჰარცელი მოლაპარაკებებზე

"ვფიქრობ მატარებელმა მოძრაობა დაიწყო და ეს კარგია " - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ეხმიანება. ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  მოლოდინი შესაძლო შეთანხმების შესახებ  პოზიტიურია.

შეგახსენებთ, შარლ მიშელმა ახალი დოკუმენტი მხარეებს გუშინ შესთავაზა. დოკუმენტი 5-პუნქტიანია.  მათ შორის არის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნების თემა.

 

მსგავსი სიახლეები