ვიმედოვნებთ, მივალთ კრიზისის დასრულებამდე - კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი დასრულდება.
ჩვენ გვამხნევებს, რომ არსებობს პოზიტიური პასუხი. ვიმედოვნებთ, რომ მივალთ ამ კრიზისის დასრულებამდე. მოვუწოდებ ყველა პარტიას, გააგრძელონ ერთად კონსტრუქციული მუშაობა - განაცხადა კელი დეგნანმა.
ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ინიციატივით საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების 6 პუნქტიანი დოკუმენტი გადაეცა. ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტს ხელი ცამხრივად მოაწერა, ოპოზიცია კი ამ ეტაპზე კონსულტაციების რეჟიმშია.