3%-იც რომ მიიღოს "ქართულმა ოცნებამ", 43% დაუთვლიან - მიხეილ სააკაშვილი მიშელის გეგმაზე

19.04.21 15:00
3%-იც რომ მიიღოს "ქართულმა ოცნებამ", 43% დაუთვლიან  - მიხეილ სააკაშვილი მიშელის გეგმაზე

შარლ მიშელის ახალ გეგმას საქართველოს მესამე  პრეზიდენტი წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დოკუმენტის შინაარსი და დეტალები გადასახედია. 
მიხეილ სააკაშვილს დოკუმენტის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმადაც თვითმმართველობის არჩევნებზე 43 % -იანი ზღვარი იმოქმედებს. სააკაშვილი თვლის, რომ ვიდრე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას თამარ ჟვანია იკავებს და  კომისია „ქართული ოცნების“ წევრებითაა დაკომპლექტებული, ხმების სამართლიანად დათვლა ვერ მოხერდხდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის აზრით, საარჩევნო კომისიის, პროკურატურისა და სასამართლოს დასაკომპლექტებლად  სამი კანდიდატი  ევროკავშირმა, სამი მთავრობამ და სამიც ოპოზიციამ უნდა წარადგინოს. 

ძალიან მნიშვნელოვანია,  „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ე.ი., უნდა მოხდეს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება, ამიტომ მე მადლობელი ვარ ჩენი ევროპელი და ამერიკელი  პარტნიორების იმიტომ, რომ აქამდე მიიყვანეს საქმე და ეს თავისთავად არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ აქ არის  რამდენიმე საკითხი. ჯერ ერთი, დაფიქსირება, ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა და 43%-ზე, რატომ 43-ზე და არა 50%-ზე?ქართველი ხალხს მინიმუმ ნახევარზე, 50 პლიუს ერთზე. მეორე, ვინ დაითვლის, ეს იქნება 43% ,თუ 70%? ისინი დღევანდელი მონაცემებით ტოვებენ თამარ ჟვანიას და ტოვებენ მთლიანად ქოცების მიერ კონტროლირებად საარჩევნო კომისიას, რომელიც 3 % -იც რომ მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ დაუთვლიან 43 პლიუს ერთს. ამიტომ მთავარი კითხვა რაც მე მაქვს, როგორ ხდება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, როგორ ხდება პროკურატურის დაკომპლექტება და როგორ ხდება სასამართლოს დაკომპლექტება? არსებობს კარგად გამოცდილი პრაქტიკა, ევროპელების მიერ გაკეთებული, სადაც შერჩევას კანდიდატების ახდენს სამი წევრი დანიშნული ევრპოკავშირის მიერ, სამი დანიშნული მთავრობის მიერ, სამი ოპოზიციის მიერ. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ პოლიტიკური დევნის საშუალება შემცირდება და მაშინ ხმები დაითვლება პატიოსნად. თუ ეს ასე არ მოხდება, რა სისტემაც არ უნდა მივიღოთ, რა კომპრომისიც არ უნდა მივიღოთ, ისინი მაინც დაითვლიან და წაიყვანენ ქვეყანას არეულობისკენ. ჩვენ გვინდა გამოსავლის პოვნა, გვინდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ყველამ უნდა შევხედოთ დეტალებს და რეალურ შინაარს ყველაფრის, - აცხადებს სააკაშვილი. 
 

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი გეგმა წარუდგინა. 

მსგავსი სიახლეები