არაადამიანური პირობები - ივანიშვილის სათბურის თანამშრომლები გაიფიცნენ
ბიძინა ივანიშვილის სათბურის თანამშრომლები გაიფიცნენ. გარდაბნის აგრომეურნეობაში კომპანია "პლანტაში" დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვენ. სათბურში ერთი ადამიანის შრომითი ანაზღაურება 1 საათი 3 ლარი და 50 თეთრია.ისინი ხელფასის 4 ლარამდე გაზრდას და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ითხოვენ.
გაფიცულები ამბობენ, რომ თუ კომპანია არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ბრძოლას სამართლებრივად გააგრძელებენ.
მოთხოვნა არის ერთადერთი ხელფასის გაზრდა - საათში 4 ლარი და რაც არის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეების ანაზღაურება, ყველა ოჯახიდან ვართ გამოსული იმისთვის ვართ რომ ლუკმა-პური შევიტანოთ სახლში, " - ამბობს გაფიცული თანამშრომელი.
ირკვევა, რომ მუშებს წლებია ეუბნებიან, რომ მათი კომპანია წაგებაზე მუშაობს, თუმცა ტვ პირველის შაბაათის ეთერში გასული საგამოძიებო რეპორატაჟის შემდეგ აღმოაჩინეს რომ გარდაბანში წარმოებული კიტრი და პომიდორი ექსპორტზე გადის და რუსული ბაზარი მარაგდება.