"ოცნება" მზად არის, არჩევნებში ნდობის 43%-იანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოაწეროს - ახალი განცხადება

19.04.21 15:28
"ოცნება" მზად არის, არჩევნებში ნდობის 43%-იანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოაწეროს - ახალი განცხადება

 "ქართული ოცნება" მზად არის, 43%-იანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოაწეროს. მმართველი პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური, ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით"- წერია განცხადებაში.