შემოთავაზებულ დოკუმენტზე პრინციპული მზადყოფნა გაგვაჩნია - არჩილ თალაკვაძე

19.04.21 15:45
შემოთავაზებულ დოკუმენტზე პრინციპული მზადყოფნა გაგვაჩნია - არჩილ თალაკვაძე

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე პრინციპული მზადყოფნა გაგვაჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე მოცემულობაზე ისაუბრა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს. თალაკვაძემ საერთაშორისო პარტნიორებს 2020 წლის არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპით ჩატარების კიდევ ერთხელ აღიარება მოსთხოვა. მან ასევე,  ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმეში პოლიტიკური ჩარევა გამორიცხა. 

გუნდში გვქონდა მსჯელობა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე პრინციპული მზადყოფნა გაგვაჩნია იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ 2020 წლის საპარლამენმტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო-ოდირის საერთაშორისო დასკვნაში და რისთვისაც ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ვიწვევთ, ჩაერთონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში პარლამენტში. იმ აუცილებელი  მოცემულობით, რომ მომავალში გამოირიცხება ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა და ნებისმიერ სადავო საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები, რისთვისაც ვიწვევთ საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს. ვთვლით, რომ ამ წლების განმავლობაში ქართულ მსართლსამჯულებაზე და სასამართლოზე  პროკურატურაზე,  სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა უდაოდ, ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა მისი დისკრედიტაციის მიზნით, - განაცხადა თალაკვაძემ. 

არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ ახალი დოკუემენტზე ხელმოწერის შემთხვევაში  „ქართულ ოცნება“ პირობებს აღარ შეცვლის და ვერც ოპოზიცია შეიტანს კორექტივებს. 

განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ აღარ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას, ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხიმგბელიანი ნაბიჯებისკენ, - განაცხადა თალაკვაძემ.  
 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართელოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების ახალი გეგმა შესთავაზა.