პრეზიდენტის ულტიმატუმი - შეთანხმების შემთხვევაში რურუას შევიწყალებ

19.04.21 16:09
პრეზიდენტის ულტიმატუმი -  შეთანხმების შემთხვევაში რურუას შევიწყალებ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მზადაა, პატიმარი გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული დღეს განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვის გარეშე და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას მითუმეტეს ამ საკითხებში და არამხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელ კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, იმ შემთხვევაში თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე, უნდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, შეწყალების უფლებამოსულება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი,ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ  შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება ზეწოლას, მითითებას თუ მოთხოვნებს ეს იქნება ოპოზიციისგან თუ მმართველი პარტიისგან.

პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროებს, ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირების გამო იძულებული გახვდი დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია,რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს. 

მგონი არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის როგორც მთელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შემიძლია დავარქვათ გარდა პოლიტპატიმრისა. არცერთი ნიშნითეს იქნება ზნეობრივი, მორალური თუ პოლიტიკურიარ იქნება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა  და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუათარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა, ამის გათვალსიწინებით მზად ვარ, რომ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება,ამ გადაწყვეტილება სვღებულობ მხოლოდ ჩემი პირობით. ეს ნაბიჯი კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. 

ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში; მეორე მხრივ ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები