ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

03.03.21 13:34
ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, გადადგომას მოითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტები და ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინის არქონის გამო  ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებენ პასუხისმგებლობას.  

"ვაიძულებთ, რომ არ შემოიტანონ ჩინური ვაქცინა, მოუწევთ, შემოიტანონ მაღალი დონის ვაქცინა" - ამბობს გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი და ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ჩალაძე.

ჯანდაცვის ექსპერტი, ვახტანგ სურგულაძე, ფიქრობს, რომ მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას. 

"ვიღაცამ აგოს პასუხი და გვაჩვენონ, რა კეთდება, რომ დროულად დაიწყოს ეს პროცესი"-ამბობს ვატო სურგულაძე. 

ცნობისთვის, მსოფლიოს 108 ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის და რომელი კომპანიის ვაქცინას მიიღებს საქართველო. 

მსგავსი სიახლეები