რა შემთხვევაში დათანხმდება ნიკა მელია შეწყალებას - ოპოზიციის მთავარი კითხვა

19.04.21 17:37
რა შემთხვევაში დათანხმდება ნიკა მელია შეწყალებას - ოპოზიციის მთავარი კითხვა

რა შემთხვევაში დათანხმდება მელია შეწყალებას - ეს ახლა მთავარი კითხვაა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.  ,,ნაცმოძრაობის" ლიდერი ციხის საკნიდან ითხოვს, მისი საკითხით ვაჭრობა არ მოხდეს.  დაპატიმრებულ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ ,,ენმ"-ს წარმომადგენელი, ლევან ბეჟაშვილი, ადასტურებს, რომ მოლაპარაკებებს იმ შემთხევაში გააგრძელებენ, თუ ამნისტიციის პუნტში მოხდება დაკონკრეტდება, ვის შეეხება ამნისტია  19-20 ივნისის საქმეებზე. ოპოზიციურ პარტიას  არ სურს, ციხეები ამნისტიით იმ პოლიციელებმა და საჯარო მოხელეებმა დატოვონ, ვინც მოქალაქეები დაასახიჩრა. 

გამოსავალი დებულებაა, რომ ნიკა მელია ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა გათავისუფლდეს, ამნისტია პოლიტიკურ ფიგურებს უნდა ეხებოდეს, და არა თანამდებობის პირებს, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა და ახალგაზრდების მიმართ იარაღი გამოიყენა - აღნიშნავს ლევან ბეჟაშვილი.

რუსთავის მე 12-ე დაწესებულებაში, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, დღეს მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკოსები და უფლებადამცველები იმყოფებოდნენ. ნიკა მელიას ადვოკატი , დიტო საძაგლიშვილი, აცხადებს, რომ ,,ენმ"-ს ლიდერი საკუთარ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეში გაახმოვანებს.