საგანგებო კონსულტაციები ,,ენმ"-ს ლიდერებთან - სამადაშვილი და ბოკუჩავა უცხოელ დიპლომატებს ხვდებიან

19.04.21 17:15
საგანგებო კონსულტაციები ,,ენმ"-ს ლიდერებთან - სამადაშვილი და ბოკუჩავა უცხოელ დიპლომატებს ხვდებიან

საგანგებო კონსულტაციები „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერებთან - სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს ხვდებიან. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრებთან დამოუკიდებელი შეხედრა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების ახალ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. 

სამადაშვილსა და ბოკუჩავას უცხოელ დიმპლომატებთან შეხვედრამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრის დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.