შეთანხმება ღიად რჩება ინდივიდებისთვის ხელმოსაწერად - კელი დეგნანი

19.04.21 23:18
შეთანხმება ღიად რჩება ინდივიდებისთვის ხელმოსაწერად - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, სურს, შარლ მიშელის შეთანხმება უფრო ფართო იყოს. 

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი რთული და გრძელი იყო.

მხარეებმა გადალახეს განსხვავებები და ამისათვის მადლობელი ვართ შარლ მიშელის ამ მოლაპარაკებების მედიაციისთვის და სალომე ზურაბიშვილის. ეს შეთანხმება ღიად რჩება ინდივიდუალური დეპუტატებისთვის ხელმოსაწერად,  ჩვენ გვინდა, ეს შეთანხმება იყოს რაც შეიძლება ფართო, რათა ვაჩვენოთ, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი მომავლისთვის, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის -  განაცხადა დეგნანმა. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ,,ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. 

მსგავსი სიახლეები