საქართველოს რეიტინგი Freedom House-ის ანგარიშში ისევ გაუარესდა

03.03.21 14:44
საქართველოს რეიტინგი Freedom House-ის ანგარიშში ისევ გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც  საქართველოს რეიტინგი გაუარესებულია.  საქართველო 60 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება.

კვლევა "თავისუფლება მსოფლიოში 2021"-ის  თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 60 ქულით ფასდება. კვლევა მსოფლიოს ქვეყნებში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დონეს ასახავს. საქართველოს შეფასებისას რამდენიმე საკითხია გამოყოფილი, ესენია  არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ინდივიდუალური უფლებები.

House პირდაპირ  წერს, რომ ოლიგარქული გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე , პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე,  მედიაგარემოს  და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის. 2020 წლის ძირითად მოვლენებს შორის კი  ანგარიშში შესულია საპარლამენტო არჩევნები.

 

ივანიშვილი,მდინარი ბიზნესმენი, რომელმაც 2011 წელს ,,ქართული ოცნება" დააფუძნა, 2013 წელს  პარტიის თავმჯდომარეობიდან და პრემიერმინისტრობიდან გადადგა, თუმცა პარტიის მთავარ დამფინანსებლად რჩება და მის კონტროლს არაფორმალურად აგრძელებს. მისი შემდგომი პრემიერ-მინისტრები და პარტიის თავმჯდომარეები მისი ნდობით აღჭურვილი პირები და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. ივანიშვილი ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარედ  2018 წელს კვლავ  აირჩიეს და პოსტს 2020 წლამდე ინარჩუნებდა, - წერს Freedom House. 

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ 

ანგარიში უნდა გამოვიყენოთ, როგორც სარკე იმ რეალობისა, რომელიც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. Freedom House როცა ამბობს, რომ ქვეყანაში გაუარესდა მდგომარეობა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან მძიმე შეფასება და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამისი გამოსწორება - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე. 

 2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა და 2020 წელს კი 61. 

 

მსგავსი სიახლეები