"ოცნება" ებრძვის სტრატეგიულ პარტნიორს და ნომერ პირველ ძირგამომთხრელ სახელმწიფოს, რუსეთს, ფეხქვეშ ეგება - მელია
ნიკა მელია „ოცნების“ მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოსთან მტრული ურთიერთობის ჩამოყალიბების მცდელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ებრძის ამერიკას, მაშინ როდესაც რუსეთს ფეხქვეშ ედება.
მელიას თქმით, ეს ყველაფერი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ კეთდება.
არა თუ უბრალოდ მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან მტრული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოსთან. არამედ ყველაფერს აკეთებენ და ფაქტობრივად მიაღწიეს. ხალხმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი ხელისუფალი, რომელიც ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს ებრძვის და ნომერ პირველ ძირგამომთხრელ სახელმწიფოს, რუსეთს ფეხქვეშ ეგება სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ, აი ამას უნდა დაესვას წერტილი“. - ამბობს ნიკა მელია.
გაფრთხილება ამერიკიდან უკვე მიღებულია. ადამ კინზინგერმა ცხადად თქვა ის, თუ რა შთაბეჭდილება რჩებათ ამერიკაში ხელისუფლების ნაბიჯების შემხედვარე. ის ამბობს, რომ „ჩანს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, ეს კი ბუნებრივია პროცესებს ძალიან ცუდ მხარეს წაიყვანს. ახლა ყველაფერი „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, თუ რა გზას აირჩევს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება.