სახალხო დამცველი მინისტრ წულუკიანის მიერ გაშვებულ თანამშრომლებს ხვდება

05.08.22 13:25
სახალხო დამცველი მინისტრ წულუკიანის მიერ გაშვებულ თანამშრომლებს ხვდება

სახალხო დამცველი კულტურის სამინისტროდან გამოშვებულ თანამშრომლებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა  ის საფრთხეებია, რაც კულტურის სფეროში წულუკიანის მისვლის შემდეგ დადგა, ასევე,  ის სამართლებირვი დავაც, რომლიც წულუკიანის რეპრესიების წინააღმდეგ მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოში დაიწყეს.

შეხვედრას ესწრება კულტურის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელიც, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას, თუმცა მიაჩნია, რომ კულტურის სფეროში უამრავი პრობლემა დაგროვდა, მათ შორის, საკადრო დეფიციტიც. მისი თქმით, რაც მინისტრმა წულუკიანმა თანამშრომელთა გათავისუფლება დაიწყო და რეპრესიებს ასობით კვალიფიციური კადრი შეეწირა, სამეცნიერო კვლევების სფეროში პრობლემები დაგროვდა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გათავისუფლდა კულტურის სფეროდან. ამ ადამიანების ნაწილმა სახალხო დამცველს დახმარებისთვის მიმართა. ნაწილს ეს გადაწყვეტილებები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა ჩემი მხრიდან მიზნად ისახავს იმას, რომ მოვუსმინო ყველას ერთად. 

ფაქტია, რაღაც არასასურველი ტენდენცია იკვეთება და საინტერესო იქნება ამ ადამიანების ისტორიების მოსმენა - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანები აცხადებენ, რომ მათი მთავარი იმედი საქართველოს სახალხო დამცველია. 

მსგავსი სიახლეები