ქსენოფობიური განწყობები საზოგადეობაში არ უნდა გავაღვივოთ - სარჯველაძე კობახიძის რიტორიკას აგრძელებს

05.08.22 13:15
ქსენოფობიური განწყობები საზოგადეობაში არ უნდა გავაღვივოთ - სარჯველაძე კობახიძის რიტორიკას აგრძელებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე  მისი თანაგუნდელის, ირაკლი კობახიძის რიტორიკას აგრძელებს და ამბობს, რომ ქსენოფობიური და დისკრიმინაციული განწყობები საზოგადეობაში არ უნდა გავაღვივოთ.

მისი თქმით, დარღვევას თუ ექნება ადგილი, ამას რეაგირება და სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს.

„თუ სადმე რამე დარღვევას ადგილი აქვს, მასზე, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მეთოდით უნდა მოხდეს რეაგირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამასთან საბრძოლველად გავაღვივოთ ქსენოფობიური და დისკრიმინაციული განწყობები საზოგადეობაში. მთავარი მანკიერი ტენდენცია, რომელიც იქნა დანახული და ღმერთმა ქნას გვეშლებოდეს, ეს არის მცდელობა იმის, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფოში გააღვივონ ქსენოფობიური განწყობები, რაც არის საშიში. პოზიციის მერე ეხლა კომენტარები და რიტორიკა არის მანიპულანტური. არავითარ დრამატულ მოვლენებს არ აქვს ადგილი ამ შემთხვევაში“. - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

დღეს კობახიძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები