„ქსენოფობია არის ის, რაზეც დგას ივანიშვილის რეჟიმი" - ბოკერია კობახიძეს პასუხობს
ოპოზიციის თქმით, კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება რუსეთის ინტერესების შემცველია და ამ განცხადებებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ქვეყნის საგარეო კურსი.
გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქსენოფობიური ივანიშვილის რეჟიმია და საქართველოს მოქალაქეების რეაქცია რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლაზე ქვეყანაში, აბსოლუტურად ბუნებრივი ინსტიქტია.
„ქსენოფობია, ანუ განსხავებულის მიმართ შიში და სიძლვილი არის ის, რაზეც დგას ივანიშვილის რეჟიმი, როდესაც ის საკუთარ მოქალაქეებს ანსხვავებს სხვადასხვა ნიშნით და უმცირესობის მიმართ სიძულვილზე აგებს თავის პოლიტიკას. მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლა ქვეყანაში, მაშინ როდესაც არ გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს დასაცავი, და თვითონ ასე არ თვლის, არის აბსოლუტურად ბუნებრივი ინსტიქტი, ნორმალური საქართველოს პატრიოტის და მოქალაქის“. - თქვა გიგა ბოკერიამ.
დღეს კობახიძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს.