ცდილობს, იყოს პოლიტიკოსი და ალბათ, დეკემბერში საბოლოოდ გახდება - კობახიძე ლომჯარიაზე

05.08.22 13:45
ცდილობს, იყოს პოლიტიკოსი  და ალბათ, დეკემბერში საბოლოოდ გახდება - კობახიძე ლომჯარიაზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნინო ლომჯარია არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში მისი თქმით, სახალხო დამცველი ვადის ამოწურვის შემდეგ პირდაპირ წავა პოლიტიკაში. 

გარდა ამისა, „ოცნების“ თავმჯდომარე ომბუცმენის მიკერძოებულობაში ადანაშაულებს ამბობს, რომ სახალხო დამცველის გადაწყვეტილებებში ეს ბევრჯერ გამოვლინდა.

ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მეტიც, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის იყო პირდაპირ ჩართული იმ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა. ის ცდილობს პოლიტიკოსობას, რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს. საბოლოო ჯამში, თუ არ ვცდები, 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც არაფორმალურად დღესაც აქვს, ცდილობს, იყოს პოლიტიკოსი. საბოლოოდ, დეკემბერში გახდება ალბათ პოლიტიკოსი“, – განაცხადა კობახიძემ.
 

მსგავსი სიახლეები