მათი თავდასხმები, სახალხო დამცველს რეპუტაციას და რეიტინგს აძლიერებს - ლომჯარია კობახიძეს

05.08.22 13:56
მათი თავდასხმები, სახალხო დამცველს რეპუტაციას და რეიტინგს აძლიერებს - ლომჯარია კობახიძეს

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არც ერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი, მით უმეტეს გადასაწყვეტი და მისათითებელი არ არის.

სახალხო დამცველი ვერ ხვდება რა აქვს ირაკლი კობახიძე სანერვიულო, მით უმეტეს მაშინ, თუ ფიქრობს, რომ ომბუდსმენს დაბალი რეიტინგი აქვს.

მისი თქმით, დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას.

ჩემთვის არის ძალიან გაუგებარი და ცოტა არ იყოს აუხსნელი, რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე და რატომ ცდილობენ, ამ თავდასხმებით მისთვის დისკრედიტაციას. ისინი თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, მაშინ უბრალოდ მათ ვეტყვოდი, რომ ეს კამპანია მხოლოდ სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება, მე მათ ადგილას არ ვაწარმოებდი ეგეთ თავდასხმებს, რადგან ეს მხოლოდ სახალხო დამცველს რეპუტაციას და რეიტინგს აძლიერებს“.- ამბობს ნინო ლომჯარია.
 

მსგავსი სიახლეები