,,დედა ენის ბარზე" კიბერთავდასხმა ისევ განახლდა

05.08.22 15:23
,,დედა ენის ბარზე" კიბერთავდასხმა ისევ განახლდა

,,დედა ენის ბარზე" კიბერშეტევა ცოტა ხნის წინ ისევ განახლდა. ტროლები დილიდან ისევ ცდილობენ დაწესებულების დისკრედიტაციას.

ბარის მეპატრონე აცხადებს, რომ დილიდან მისი ობიექტი გუგლის საძიებო სისტემაში აღარ იძებნება, რაც შეეხება კომენტარებს, რომელიც ინტერნეტში იდება, მათი კითხვა მორალურ წნეხს იწვევს.

ღამე შენელებული იყო, დილიდან ისევ განახლდა კიბერშეტევა. ისეთი საშინელი მუქარა მოდიოდა ჩვენი მისამართით,  რომ ამ მომენტში უკვე არ ვკითხულობ, რასაც წერენ, რადგან ტროლების მიზანი, მგონი, მორალური ზემოქმედებაა. 

ეს შეტევა, ცალსახად, უფრო მაღალი ეშელონებიდან მომდინარეობდა, ეს ჯგუფი,,მუჯსკოე გასუდარსტვა" რომელზეც გვითხრეს, რომ ის იყო პასუხისმგებელი ამ შეტევაზე, არის ,,ეფ-ეს-ბეს" აგენტების მიერ მართული. 

უცნაურია, რატომ დაინტერესდნენ ჩვენით. - ამბობს ბარის მეპატრონე, დათო ლაფაური.

 

 

მსგავსი სიახლეები