საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სასაწრაფო დახმარება არის და დარჩება უფასო - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო თავის მართლების რეჟიმშია - აზარაშვილის უწყება ახლა ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სასწრაფოს გამოძახება ფასიანი არ გახდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური უარყოფს ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარება ქვეყანაში ფასიანი ხდება.
ღუდუშაურის თქმით, ის წერილი, რომელიც გუშინ კერძო კომპანიებმა მიიღეს, მათ გადაუდებელი დახმარების ცენტრი დამატებითი ტარიფების დაწესებას სთავაზობს.
როგორც ღუდუშაურის კომენტარიდან ირკვევა ეს წერილი ძალაში შესული ჯერ არ არის. ანუ, ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკების შანსი კერძო სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის.
საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორც კერძო დაზღეულთათვის, ისე სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირთათვის სასაწრაფო დახმარება არის და დარჩება უფასო. რაც შეეხება წერილს, რომელიც კერძო სექტორს გადაეგზავნა, ამ წერილში აღნიშნული იყო შეთავაზება, რომ დამატებითი, არასტანდარტული მომსახურებისთვის პირს დაუწესდეს ტარიფი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მხოლოდ შეთავაზების სახით და ჯერჯერობით არანაირი ტარიფი არ დაწესებულა“ - თქვა ილია ღუდუშაურმა.