უტვინო პოლიტიკა... არ შეიძლება ბანკის კრედიტ-ოფიცერმა მართოს ჯანდაცვის სისტემა - სურგულაძე
სასწრაფო დახმარება შესაძლოა ფასიანი გახდეს - თბილისის საკრებულოს წევრი „ლელოს“ ფრაქციიდან ვახტანგ სურგულაძე უტვინო პოლიტიკას უწოდებს ჯანდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს.
სურგულაძე ამბობს, რომ არ შეიძლება ბანკის კრედიტ-ოფიცერი მართავდეს ჯანდაცვის სისტემას.
უტვინო პოლიტიკა, უფრო სწორად პოლიტიკის არარსებობამ ჩვენს ჯანდაცვაში მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ. დაზღვევას უძვირდება მომსახურება და შესაბამისად ის მოუმატებს ფასს. ანუ, მემომიწევს უფრო მეტის გადახდა. არ შეიძლება ბანკის კრედიტ-ოფიცერმა მართოს ჯანდაცვის სისტემა, მართოს სასწრაფო. ეს კიდევ ერთი იდიოტიზმია, ფული არ აქვთ და არ იციან საიდან იშოვონ“. - თქვა ვახტანგ სურგულაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო თავის მართლების რეჟიმშია -აზარაშვილის უწყება ახლა ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სასწრაფოს გამოძახება ფასიანი არ გახდება.