რადგან ომში ვერ ჩაგვითრიეს, ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებით ცდილობენ ამას - მდინარაძე

05.08.22 17:43
რადგან ომში ვერ ჩაგვითრიეს, ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებით ცდილობენ ამას - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის რიტორიკას აგრძელებს და ამბობს, რომ ქსენოფობიური კამპანია ცუდ ამბებამდე მიგვიყვანს. 

„ოცნების“ლიდერის თქმით, რადგან ვერანაირი მეთოდით ომში ვერ ჩაგვითრიეს, ახლა ასეთი კამპანიით ცდილობენ იგივეს. 

ამ ხალხს თავი დაანებონ, ნუ აგიჟებენ. ნუ ცდილობენ რაღაცა განწყობების გაღვივებას, რომელიც ცუდ ამბებთან მიგვიყვანს. ხომ უნდა მივხვდეთ ამასაც, რომ ცუდ ამბებთან მიგვიყვანს. რომ ვერ ქნეს და ვერ ჩაგვითრიეს ვერანაირი გზით ომში, ახლა ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებით და ნაღმების აფეთქებით ცდილობენ იქამდე მისვლას, სანამდეც მანამდე ცდილობდნენ“. - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

"ქართული ოცნების"  ლიდერი ირაკლი კობახიძე, ოკუპანტების დასაცავი განცხადების გასაკეთებლად დღეს მედიასთან მეორედ გამოჩნდა და თქვა, რომ ქსენოფობია გოიმობაა. 

მსგავსი სიახლეები