,,ოცნება" საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც რუსული მეხუთე კოლონა - ნუგზარ წიკლაური

05.08.22 17:48
,,ოცნება" საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც რუსული მეხუთე კოლონა - ნუგზარ წიკლაური

,,ქართული ოცნება" საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც რუსული საოკუპაციო ძალის წარმომადგენელი,  როგორც მეხუთე კოლონა -  ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური, ,,ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ბრალდებას გამოეხმაურა. 

ქსენოფობიის დაბრალება ქართველებისათვის არის რუსული ცილისწამება. არავინ, არ ოპოზიციაში, არც მოსახლეობაში არანაირად არ არღვევს არავის უფლებებს. 

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ უფლებებს, ეროვნულ ღირსებას.

თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ აქ იგრძნოს თავი, როგორც საკუთარ სახლში, განსაკუთრებით, თუ ეს იქნება ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ყველანაირი უფლება, მიუთითონ ამაზე ამ ადამიანებს.

,,ქართული ოცნება" საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც რუსული საოკუპაციო ძალის წარმომადგენელი, როგორც მეხუთე კოლონა. 

რეალურად, ,,ქართული ოცნება" წარმოადგენს რუსულ პარტიას საქართველოში - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ქსენოფობიაში დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები