აჭარაში ოპოზიცია აქტივისტებს ავალებს, კედლები და მაისურები ქსენოფობიური განცხადებებით ააჭრელოს - ტიტე აროშიძე

05.08.22 19:59
აჭარაში ოპოზიცია აქტივისტებს ავალებს,  კედლები და მაისურები ქსენოფობიური განცხადებებით ააჭრელოს - ტიტე აროშიძე

არ აჰყვეთ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს! - აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი, ტიტე აროშიძე, ოპოზიციას ომის გაჩაღების მცდელობაში ადანაშაულებს და მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ხელისუფლების ოპონენტთა პროვოკაციებს.

ტიტე აროშიძე მმართველი პარტიის მესიჯბოქსს იმეორებს და ამბობს, რომ ოპოზიცია თავის აქტივისტებს ავალებს, მაისურები და კედლები ქსენოფობიური წარწერებით ააჭრელოს.

მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია ადგილობრივ აქტივისტებს მოუწოდებენ და ავალებენ დესტრუქციულ ქმედებებს რუსი  ტურისტების წინააღმდეგ. ეს უნდა გამოიხატოს კედლების, მაისურების აჭრელებით ქსენოფობიური განცხადებებით და სხვა დექსტრუქციული ქმედებებით.      

ამ ყველაფრის მიზანი  საქართველოს ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობაა.  სწორედ ამიტომ მივუწოდებ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და მოიქცნენ ისე, როგორც ეს ეკადრება საქართველოს.

ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ყველას თავის საკადრის პასუხს გასცემს - განაცხადა ტირე აროშიძემ.

ქსენოფობია გოიმობაა - განაცხადა დღეს ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.  მისი განმარტებით, ,,ნაცმოძრაობა" და მისი პარტნიორები ქვეყანაში ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიას აგორებენ.  

მსგავსი სიახლეები