წავიდა თუ გაუშვეს - რას შეეწირა ამირან გამყრელიძის თანამდებობა
წავიდა თუ გაუშვეს - რას შეეწირა ამირან გამყრელიძის თანამდებობა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯერ კიდევ მოქმედი შეფი პირველებთან ამბობს, რომ ყველაფერს სამსახურიდან წასვლის შესახებ მომდევნო კვირაში იტყვის.
ვიდრე გამყრელიძე მედიასთან გამოჩნდება და დუმილს დაარღვევს ჯანდაცვის მინისტრი უკვე ადასტურებს რომ სამსახურიდან წასვლამდე ქვეყნის ნომერ პირველი ინფექციონისტი პირადად შეხვდა და ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს.
არსებობს თუ არა დიდი ჯახი ჯანდაცვის სამინისტროში და გახდა თუ არა ამირან გამყრელიძე ზურაბ აზარაშვილის მსხვერპლი - ეს ახლა ცენტრალური კითხვაა.
ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილ დაავადებათა კონროლის ეროვნულ ცენტრს დროებით თამარ გაბუნია ჩაიბარებს.
გაბუნია პირველებთან საუბარში მინისტრის მოადგილე დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს.
გადაწყვეტილება იყო როგორც ვიცი ამირან გამყრელიძის მხრიდან მიღებული.
არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა გამყრელიძესა და აზარაშვილს შორის". - ამბობს გაბუნია.
ახლა საინტერესოა, დარჩებიან თუ არა თანამდებობებზე ამირან გამყრელიძის მოადილეები, თუ მათ თანამდებობასაც საფრთხეს შეუქმნის ზურაბ აზარაშვილი.