კობახიძე არის თანამედროვეობის შადიმან ბარათაშვილი - ჩიხლაძე
თანამედროვეობის შადიმან ბარათაშვილი უწოდა „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ირაკლი კობახიძეს, გუშინდელი გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
ჩიხლაძე ამბობს, რომ „ოცნების“ თავმჯდომარე რუსეთის საქმეს აკეთებს და სწორედ, მას, ღარიბაშვილს და ივანშვილს უნდათ საქართველო რუსეთს ჩააბარონ.
კობახიძე არა თუ ცრუობს, არამედ ის აკეთებს რუსეთის საქმეს. კობახიძე არის თანამედროვეობის შადიმან ბარათაშვილი. ის ფაქტობრივად ეუბნება რუსეთს და აძლევს მძლავრ საბაბს და პლაცდარმს, რომ აი თქვენი ასობით ათასი მოქალაქე აქ იჩაგრება, ქართველები ჩაგრავენ და მოდით და მიხედეთო. ეს არის პასუხი იმაზე, ვის უნდა რეალურად ომი და ვის უნდა რომ საქართველო ჩაბარდეს რუსეთს. ესენი არიან კობახიძე, ღარიბაშივილი და რა თქმა უნდა მათი ბატონი ბიძინა ივანიშვილი“. - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
უკვე მეორე დღეა მმართველი პარტია რუსეთის მოქალაქეებს იცავს და მათ მიმართ ნეგატიურ განწყობაში ისევ ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობას ხედავს.
„თუ ოკუპანტები არ მოგწონთ თქვენ ქსენოფონები ხართ! თუ ბევრი რუსეთის მოქალაქე თბილისის ქუჩებში გაღიზიანებთ - მაშინ გოიმები!“ - ეს „ქართული ოცნების“ ახალი მესიჯბოქსია, რომელიც გუშინ კობახიძემ გააჟღერა.