პუტინის პროპაგანდისტული მედია კობახიძეს განცხადებებს უწონებს

06.08.22 13:40
პუტინის პროპაგანდისტული მედია კობახიძეს განცხადებებს უწონებს

კრემლის პროპაგანდისტული მედია ირაკლი კობახიძის განცხადებებით აჭრელდა. 

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთს, სასწრაფოდ გამოეხმაურონ რუსების ჩაგვრას საქართველოში“ - ამ სათაურით პროპაგანდისტული გამოცემა  Lenta.ru სტატიას აქვეყნებს. 

„შოვინისტური, ქსენოფობიური, ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა“ - ეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სიტყვებია, რაზეც პუტინის მედია ყურადღებას ამახვილებს და განცხადებებს უწონებს. 

რუსული მედია ასევე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესების წინააღმდეგია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კობახიძეს პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებში ადანაშაულებენ. 

როგორც ოპოზიცია ამბობს, პირველად ხდება საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ იცავდეს ოკუპანტ ქვეყანას. 

„ენმ“-ს წევრი ბაჩო დოლიძე, ირაკლი კობახიძე რუსული პროპაგანდისტული მანქანის მთავარი დასაყრდენად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მას რუსეთში საქციელი დაუფასდა.

ვულოცავ, ბატონ კობახიძეს. ის დღეიდან ოფიციალურად გახდა რუსული პროპაგანდისტული მანქანის მთავარი დასაყრდენი ქვეყანაში. მაშნ როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეებს ქსენოფობიაში ადანაშაულებს, ეს, რა თქმა უნდა, დაგიფასდება და დაუფასდა კიდეც რუსეთის მხრიდა, სადაც მას მოუწონეს საქციელი. თუმცა, მე ვარ დარწმუნებული, რომ თუ ვინმეს ექნება პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ, ეს იქნება ჩვენი მოსახლეობა“, - ამბობს დოლიძე.

მსგავსი სიახლეები