პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სიაში კალანდარიშვილი არ წარადგინა

06.08.22 13:59
პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სიაში კალანდარიშვილი არ წარადგინა

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გაოგნებულია. გიორგი კალანდარიშვილისთვის სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მოულოდნელი აღმოჩნდა.

პრეზიდენტმა ის ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სიაში არ წარადგინა.  

პრეზიდენტმა არჩევანი თავმჯდომარეობის 2 კანდიდატზე - თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეზე გააკეთა.  

ახლა ბორტს მიღმა დარჩენილი კალანდარიშვილი ზურაბიშვილისგან ელოდება განმარტებებს თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. 

„ჩემთვის უცნობია, თუ რა მოტივებს დაეყრდნო პრეზიდენტი და რა დაედო საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას. არანაირად არ ექნება ამ გადაწყვეტილებას ჩემს საქმიანობაზე, პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიმდინარე საქმიანობები ბოლომდე მივიყვანოთ და გვქონდეს შესაძლებლოა, რომ ვთქვათ მაღალი სიტყვა“. - ამბობს კალანდარიშვილი. 

საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, პრეზიდენტის მიერ კალანდარიშვილის სიიდან ამოღებას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ ალბათ სალომე ზურაბიშვილს ის გათვლა აქვს, რომ ახალი კონკურსის შედეგად მეტი სანდოობა გაჩნდება სხვა კანდიდატებს შორის.
 

მსგავსი სიახლეები