საქმე გვაქვს მიკერძოებულობასთან - ქადაგიშვილისთვის გაუგებარია, რატომ დაიწუნა ზურაბიშვილმა კალანდარიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ქადაგიშვილისთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ დაიწუნა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს მოქმედი თავმჯომარე.
მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა და ნეიტრალურობა დაკარგა.
ის ორი არჩევნები, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ უმაღლესი შეფასება მიეცა, ეს თეთრით შავზე წერია. რატომ მოიქცა ასე პრეზიდენტი, ალბათ ამას რაციონალური და მიუკერძოებელი ახსნა არ აქვს. აქ ჩვენ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. ჩვენ სკეპტიციზმით ვიქნებით განწყობილები იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო. სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა“- თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.