დანაშაული არასოდეს ჩამიდენია - პირველად, ტელეკამერების წინ, თორნიკე რიჟვაძის მამა ალაპარაკდა
პირველად, ტელეკამერების წინ, აჭარის მთავრობის თავმჟდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა ალაპარაკდა. დავით რიჟვაძე, რომლის მიმართ წლებია კითხვები და უამრავი ბრალდებები ისმის, განსაკუთრებით კი საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე, დღეს „პირველებმა“ ჩაწერა.
დავით რიჟვაძე „პირველების“ კამერას ვერ დაემალა, არადა მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობდა მის დახმარებას და ადგილიდან განრიდებას, თუმცა „პირველებმა“ კითხვების დასმა მაინც მოახერხა.
დავით რიჟვაძემ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას არჩია „ტვ პირველის“ ლანძღვით დაკავებულიყო და თქვა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მან გამოძებას ჩვენება მისცა. თუმცა რომელ უწყებას, მან ეს არ დაასახელა.
აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანს წლების განმავლობაში არა ერთი ბრალდება უკავშირდება.
„პირველების“ გადამღებმა ჯგუფმა მას ასევე დაუსვა კითხვა, მონაწილეობდა თუ არა ის "ნაციონალური მოძრაობის" დროს უნივერსიტეტის ცნობილ დარბევაში, თუმცა მან განაცხადა, რომ ის დარბევებში არ მონაწილეობდა და დანაშაული არასოდეს ჩაუდენია.
დავით რიჟაძემ ბოლოს ისიც განგვიცხადა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ საზოგადოებასთან უნდა და ისიც მხოლოდ პირისპირ და არა ტელეკამერების წინ.