კალაძის ტყუილი დაპირება - იპოდრომის ცენტრალური პარკის პროექტში ცვლილებებია
კახი კალაძის ტყუილი დაპირება - ცენტრალური პარკი, რომელიც დედაქალაქს ჯერ კიდევ 2020-ც წელს უნდა ჰქონოდა, არც 2022-ში ექნება. დედაქალაქის მერის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტის ბედი ჯერ ისევ ბუნდოვანია.
წლებია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას პარკის მოსაწყობად ამზადებენ, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. იქ ჯერ არც ბაღი უნახავს ვინმეს და არც მდელო.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ცენტრალური პარკის პროექტში ცვლილებებია. კერძოდ გაუქმდება ფრანგული და იაპონური ბაღების მშენებლობა, ერთი საპარკინგე სივცრე და ბილიკების მჭიდრო ქსელი
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ადგილზე ისევ ტრიალი მინდორი დახვდა და შეიძლება ითქვას, რომ ორი წლის განმავლობაში იპოდრომის ტერიტორიაზე არაფერი არ გაკეთებულა.
გარემოს დამცველები ამბობენ, რომ პროექტის დეტალები მათთვის უცნობია და პროცესში საზოგადოების თუ ექპერტების მაქსიმუალურ ჩართულობას ითხოვენ.
მოძრაობა "იპოდრომი-უბეტონო მხარის" წარმომადგენელი ელენე ცერცვაძე ამბობს, რომ ყველაფერს აუქმებენ, რაც ორი წლის განმავლობაში იპოდრომის ტერიტორიაზე აკეთეს.
„ორი წლის განმავლობაში რაც აკეთეს, იმაზე ახლა გვითხრეს, რომ უნდა გავაუქმოთო. ასევე გააუქმებენ პარკინგის ერთ-ერთ ნაწილს. საგანგაშოა შენობების განთავსება უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე. იპოდრომზე გვაქვს ბუნებრივი ნიადაგი და მუდმივი გაგრილება შეუძლია ბუნებრივ ნიადაგს. ცოტა ხანში ბეტონის ზედაპირები გაჩნდება და გამოიწვევს მეტად გახურებას და ეკოლოგიურად არაჯანსაღ გარემოს“. - ამბობს ელენე ცერცვაძე.