"ოცნება" ომის შიშზე დაყრდნობით საზოგადოების შეშინებას ცდილობს - ბოკერია

06.08.22 20:06
"ოცნება" ომის შიშზე დაყრდნობით საზოგადოების შეშინებას ცდილობს - ბოკერია

კიდევ ერთი უმწვავესი გზავნილი ბრიუსელიდან -  გიგა ბოკერიას თქმით, კუბილიუსი, რომელიც საქართველოს დიდი ხნის მეგობარია ძალიან კარგად ხედავს ჩვენი ქვეყნის ვითარებას.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ ის განცხადებები, რომელსაც „ოცნების“ ლიდერები აკეთებენ, მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოში ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობაა.

ოპოზიციონერი იმასაც უსვამს ხაზს, რომ მმართველი გუნდი ომის შიშზე დაყრდნობით საზოგადოების დაბნევას და შეშინებას ცდილობს.

კუბილიუსი, საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, რომელიც ამ მთავრობის დროს ასოცირების შეთანხმების და უვიზო რეჟიმის მიღების მთავარი ლობისტი იყო, ვიმეორებ, „ქართული ოცნების“ დროს, ბუნებრივია ხედავს ვითარებას, ამის ვერდანახვა რთულია. ის წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა დაწერა და განცხადებები, რომელსაც კობახიძე აკეთებს, რომ არ იცოდე არაფერი, რა მდგომარეობაა საქართველოში, პირველი მტკიცებულება იქნება, რომ აქ ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობაა ივანიშვილის. ის წერილები არის ხოტბა ამ ადამიანის და მისი ინტერესების დაცვა. მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეხლა ომის შიშზე დაყრდნობით საზოგადოების დაბნევა და შეშინება და დასავლეთის დემონიზება, ვინც მოითხოვს და მოელის დემოკრატიულ ცვლილებებს, რომ ამას შესწირავენ ყველაფერს. სხვა მხრივ სიამოვნებით მიიღებდნენ კანდიდატის სტატუსს“. - ამბობს ბოკერია.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ბრიუსელიდან უმწვავესი გზავნილი მიიღო. სახელისუფლებო პარტიას ევროპელმა დეპუატატებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. გავლენიანი ევროპარლამენტარები ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას აკრიტიკებენ და რუსულ ნარატივს ახსენებენ.

რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი, რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავზე ოცნების ხელისუფლებას ახენებენ, რომ  წარსულის გაკვეთილები უნდა ისწავლონ. 

მსგავსი სიახლეები