გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა - აშშ-ის საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და კელი დენანი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს.
"გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი.
გვახსოვს დღევანდელი დღე.
გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა.
არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს.
არ დავივიწყებთ მსხვერპლს.
ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას.
ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.