მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს - უკრაინა

07.08.22 12:31
მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს - უკრაინა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. 

ოფიციალური კიევი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომზე მსოფლიო საზოგადოებისგან არასათანადო პასუხს მოჰყვა უკრაინაში რუსეთის შეჭრა 2014 და 2022 წლებში.

განცხადების თანახმად, აგრესორი რუსეთის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებითა და დაზარალებული ქვეყნების დახმარებითაა შესაძლებელი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელი სახით გთავაზობთ:

ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ოკუპაციის ქვეშ ტოვებს და მწვავედ არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე...

საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე მსოფლიო საზოგადოებისგან არასათანადო პასუხის შემდეგ, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა თავისი აგრესიული ქმედებები უკრაინაში - მოახდინა ყირიმისა და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილობრივი ოკუპაცია, და 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულ მასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ"- წერია განცხადებაში. 

მისი თქმით, "რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილების დეოკუპაცია და რუს ომის კრიმინალებს უნდა დაეკისროთ უმკაცრესი პასუხისმგებლობა"

მსგავსი სიახლეები