"მგონია, რომ 2008 წელს მსოფლიოს ეძინა" - ადამ კინზინგერი აგვისტოს ომზე
"თუ დავუბრუნდებით 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა"- ამის შესახებ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის ისტორიამ ასწავლა, რომ "თუ უგულებელყოფ, ან თავს ისე დაიჭერ, რომ თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას მხოლოდ კიდევ უფრო მოაშივებს"
ვფიქრობ, უფრო მეტად ტერორიზმთან ბრძოლაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვიცოდით, რომ რუსეთი შესაძლოა სტრატეგიული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ბევრს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ცივი ომის შემდგომ ერაში რუსეთი, ზოგადად მაინც მოკავშირე იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სურვილი, თუ თავბრუსხვევა, რომ არაფერი გაკეთებულიყო.
ამერიკული პერსპექტივიდან, იყო სამხედრო განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ჩაკეტილიყო გვირაბი. ვფიქრობ, რომ ავღანეთისა და ერაყის შემდეგ, უბრალოდ არსებობდა არაფრის კეთების განცდა. მგონია, რომ ძალიან გულუბრყვილოდ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთი წაიღებდა საქართველოს ნაწილს, ამით დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა გამოსავლის მოძებნა.
შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობა ძალიან ნათელი გახდა საქართველოში ომის პირველივე დღეებიდან.
თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავის უნდა ომი, არავის უნდა ეს, დასავლეთში ნამდვილად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორია გაკვეთილებს გვიგზავნის და სამომავლოდ გვასწავლის. 2008 წლის ისტორია გვასწავლის, რომ თუ უგულებელყოფ, ან თავს ისე დაიჭერ, რომ თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას მხოლოდ კიდევ უფრო მოაშივებს"