14 წლის წინ რუსეთის აგრესია დაუსჯელი დარჩა, რის ფასსაც დღეს უკრაინაში ვიხდით - კრამონი
14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ რუსეთის აგრესია არსებითად დაუსჯელი დარჩა, რის შედეგებსაც ახლა უკრაინაში ვიმკით.
"14 წლის წინ ამ დღეს რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოში. მაშინ რუსეთის აგრესია არსებითად დაუსჯელი დარჩა, რისთვისაც ახლა უკრაინაში ძვირი ფასის გადახდა გვიწევს". - წერს Twitter-ზე კრამონი.