14 წლის თავზე თუ ჩავბარდებით ოკუპანტებს, გმირი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლი შეიძლება ამაოდ იქცეს - მელია

07.08.22 13:44
14 წლის თავზე თუ ჩავბარდებით ოკუპანტებს, გმირი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლი შეიძლება ამაოდ იქცეს - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო. 

მელიამ ხელისულების დუმილი შეაფასა: 

მათი გეგმით და მათი მოკავშირეების გეგმით, წლების შემდეგ, არც 7 აგვისტოს და არც 8 აგვისტოს, აქ ასე არავინ უნდა მოვიდეს ჩვენი ბიჭების წინაშე ქედის მოსახრელად. ეს არის ჩანაფიქრი, იდეოლოგიური ბრძოლაა კრემლის მხრიდან წარმოებული და ერთ-ერთი კომპონენტი ამ ბრძოლის, ზუსტადაც გულისხმობს, რომ გმირების თავდადებას ჩრდილი მიაყენონ.

14 წლის თავზე თუ ჩვენ ჩავბარდებით ოკუპანტებს და არ ვივარგებთ, ჩვენი გმირი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლი სამწუხაროდ, შეიძლება ამაოდ დაღვრილ სისხლად იქცეს"- განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისი თქმით, "დღეს მხოლოდ უსამშობლოებს უტრიალდებათ ენა, რომ ჩრდილი მიაყენონ მათ თავდადებას და თქვან, რომ ჩვენს გმირ ვაჟკაცებს არ ჰქონდათ გააზრებული რას აკეთებდნენ":

მათ სისხლი დაღვარეს და ასე დაიცვეს სამშობლო და დღეს მხოლოდ უსამშობლოებს უტრიალდებათ ენა, რომ ჩრდილი მიაყენონ მათ თავდადებას და თქვან, რომ ჩვენს გმირ ვაჟკაცებს არ ჰქონდათ გააზრებული რას აკეთებდნენ და ჩვენმა გმირმა ვაჟკაცებმა ტყუილად იბრძოლეს და ტყუილად დაღვარეს სისხლი. სინამდვილეში ჩვენმა გმირმა ვაჟკაცებმა არათუ ტყუილად არ იბრძოლეს არამედ საკუთარი, ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიმეტეს, იმისთვის რომ ბევრი სხვა სიცოცხლე გადაერჩინათ"- თქვა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები