გულის ტკივილს გამოვხატავ კოლეგების გამო, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შეფასებით, დოკუმენტზე ხელმომწერმა პოლიტიკოსებმა გუშინ პოლიტიკა დაასრულეს.
მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები განსაკუთრებით, მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე,როგორც იტყვიან, მსოფლიო კვლავ ავალაპარაკეთ ჩვენი სიმტკიცით და ერთიანობით, მომავლის რწმენით, მაინც ვერ ავიცილეთ არასასიამოვნო შედეგი, რომელიც კატასტროფა არ არის, რადგანაც ძირითადი პოლიტიკური ძალები ხარისხობრივად და რაოდენობრივად პარლამენტში არ შედიან," - ამბობს ნათელაშვილი.