"მაგრად შეეშალა" - თაკო ჩარკვიანი გიორგი ვაშაძეზე

20.04.21 13:28
"მაგრად შეეშალა" - თაკო ჩარკვიანი გიორგი ვაშაძეზე

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, თვლის, რომ გიორგი ვაშაძეს მასთან და ასევე, თავის ამომრჩეველთან „მაგრად შეეშალა“. ჩარკვიანი ვაშაძეს  პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერის გამო აკრიტიკებს.  მისი თქმით, ვაშაძისთვის უკეთესი მომავალი ემეტებოდა, თუმცა მან ელისაშვილის გვერდით დგომა არჩია. 

ჩარკვიანი ასევე, ამბობს, რომ მანდატის დატოვებას არ აპირებს, რადგან არ უნდა ის ცრუ პროცესში იქნეს გამოყენებული. 

მე აღვიქვამ, რომ სულ ცოტა ჩემთან ურთიერთობაში მაგრად შეეშალა. ჩემთან არა უშავს, უპირველესად თავის ამომრჩეველთან შეეშალა იმ ჩანწერების მიხედვით, რაც თქვენთან არსებობს აქრივში, რაც ბევრჯერ მოგვისმენია მისგან, რომ  ციფრული ტექნოლოგიებით უნბდა ჩატარდეს არჩევნები, რომ სასამართლო კლანი უნდა შეცვალოთ. სამწუხაროდ, მე გიორგისთვის სხვა მომავალი მემეტებოდა, მაგრამ ჩემთვის გუშინდელი სურათი, მისი დგომა ალეკო ელისაშვილის გვერდით, რომელმაც ძალიან ობიექტურად დასცინა ყველა იქ მდგომს. მე მანდატს არ ვაპირებ დავტოვო. ამ ცრუ პროცესში არ მინდა ჩემი მანდატი გამოყენებული იყოს, - განაცხადა ჩარკვიანმა. 
 

მსგავსი სიახლეები