პრეზიდენტი შინდისში ჩავიდა- სალომე ზურაბიშვილმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

07.08.22 19:02
პრეზიდენტი შინდისში ჩავიდა- სალომე ზურაბიშვილმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშილი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ აღავლინა.

მსგავსი სიახლეები