არასოდეს ვაპატიებთ რუსეთს - მარინა კალიურანდი აგვისტოს ომზე
ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ რუსეთს - ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი 2008 წლის საქართველოში განხორციელებულ ომის 14 წლისთავს ეხმაურება.
"14 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ მას.
ევროპარლამენტი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მოთხოვნაში, შეწყდეს რუსული ოკუპაცია და აღდგეს მისი ტერიტორიული მთლიანობა",- ამბობს ევროპარლამენტარი.