ამ ქვეყანაში ომის და მეორე ფრონტის მომხრე არავინ არ არის - ზურაბიშვილი

08.08.22 11:27
ამ ქვეყანაში ომის და მეორე ფრონტის მომხრე არავინ არ არის - ზურაბიშვილი

"ქართული ოცნების" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ქვეყნის მთავარსარდალი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ მივა. სალომე ზურაბიშვილმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით გუშინ გვიან ღამით შეამკო. 

პრეზიდენტი ასევე, ომის აგორებულ კამპანიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქათველოში ომის მომხრე არავინ არის.

ეს არის მნიშვნელოვანი დღეები, ბრძლები, რომელიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართელომ მაინც გაიმარჯვა, იმიტომ, რომ დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა არის უფრო ძლიერი. ერთობის გარეშე ჩენ ამ გზას ვერ გავივლით, ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალშ. ამ ქვეყანაში არ არის არავინ ომის მომხრე, ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის, ეს ყველაფერი არის თემები, რომელიც მე არ მესმის, ამ ქვეყანაშ ყველა არის მომხრე იმისი, რომ საქართელოს გაძლიერდეს, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

რუსეთის რეგულარული ძალები საქართველოში 7 აგვისტოს შემოიჭრა. 8 აგვისტოს 36 ქართული სოფელი უკვე დაბომბილი იყო. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა. 

მსგავსი სიახლეები